"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდება "ქართულ ოცნებას"

10 ოქტომბერი 2024, 18:29 311 ნახვა

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ახდენს - აცხადებენ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში.“ 

პარტიაში ამტკიცებენ, რომ საჯარო დაწესებულებები სამუშაო პროცესს ჩვეულზე ადრე წყვეტენ, რათა სხვადასხვა ადმინისტრაციის თანამშრომლებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა შეძლონ. 

ნიკა ქაშიბაძემ რამდენიმე პირი დაასახელა, რომლებიც საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა აქტიურ მობილიზებას ახდენენ. მათ შორის ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

ჩვენ დავუკავშირდით გოჩა დავითაძეს. იგი ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა პედაგოგი დღეს სასწავლო პროცესშია  ჩართული და გაკვეთილების შემდეგ სად წავლენ მათივე გადასაწყვეტია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში