სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

11 ოქტომბერი 2024, 14:10 266 ნახვა

სადამკვირვებლო მისია - „ჩემი ხმა“ განცხადებას ავრცელებს. რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მმართველი პარტია ცდილობს უკანონოდ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, დააშინოს და მოახდინოს ზეწოლა და ზეგავლენა ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფლად გამოვლენაზე.

კერძოდ, ორგანიზაციაში რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი  წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ.  საუბრობენ იმაზე, რომ აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, მასშტაბური ხასიათი აქვს. მათი ინფორმაციით,  მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში.

,,ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ამომრჩევლებში შიშის დანერგვის მცდელობას, რომ არჩევნების დღეს მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე არჩევნების დღეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას” - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში