სალომე ზურაბიშვილს თანამდებობაზე ორი პარასკევი აქვს დარჩენილი, მისი გადაყენება მოხდება იმპიჩმენტის წესით - ირაკლი კობახიძე

11 ოქტომბერი 2024, 15:03 302 ნახვა

სალომე ზურაბიშვილს თანამდებობაზე ორი პარასკევი აქვს დარჩენილი, მისი გადაყენება მოხდება იმპიჩმენტის წესით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას აქვს სიმბოლური დატვირთვა. 

„სალომე ზურაბიშვილს თანამდებობაზე ორი პარასკევი აქვს დარჩენილი. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მიიღებს 100 მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, მყისიერად, უკვე მეორე დღეს, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რასაც აქვს სიმბოლური დატვირთვა. იცით, რომ ისედაც ერთი თვით იკვეცება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, როგორც მოღალატემ. ეს უნდა გაფორმდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში