კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ბრიფინგი

11 ოქტომბერი 2024, 14:08 269 ნახვა

კოალიცია ‘’ძლიერი საქართველო’’ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს ბათუმში კუნძულის მშენებლობის ფარგლებში კომპანია ‘’ამბასადორი ბათუმი აილენდის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში გაასაჯაროვოს. ასევე მიმართავს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ამ ვალდებულებების შესრულებამდე არ გასცეს ტერიტორიაზე ცათამბრჯენების მშენებლობის ნებართვა.

კოალიციის  ინფორმაციით, ბათუმის კუნძულის მშენებლობა აჩენს კორუფციის რისკებს და ეკოლოგიურ საფრთეებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წევრებმა განმარტეს, რომ ასევე იკვეთება საჯარო უწყებაში ინტერესთა შეუთავსებლობა.

მათივე ინფორმაციით, ჯერ იმ დამატებითი კვლევების შედეგებიც არაა ცნობილი, რომლის ჩატარებაც  სააგენტომ კომპანიას აგვისტოში დაავალდებულა, ამ ფონზე კი კომპანია ნახევრად მშენებარე კუნძულზე 5 ცათამბრჯენის მშენებლობის ნაბართვას ითხოვს.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება კანონის ფარგლებში მოქმედებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში