პრემიერი ოპოზიციის ლიდერებს წარსულს ახსენებს

11 ოქტომბერი 2024, 18:16 305 ნახვა

„ლელო“ და გახარიას პარტია ამ ქვეყანაში გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები არიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა ხაზარაძე პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც მთავრობის მეთაურის თქმით განსაკუთრებით უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტს.

რაც შეეხება გახარიას, პრემიერის თქმით, როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ის მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რათა ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში