ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

15 ოქტომბერი 2024, 10:22 257 ნახვა

საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს დღეს გერმანიის დელეგაცია ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც  ლუქსემბურგში გაიმართება და მას ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს.  

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული დღის წესრიგის თანახმად გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.

ასევე მინისტრები 17-18 ოქტომბერს გასამართი ევროპული საბჭოს სამიტისთვის მოემზადებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში