კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შეხვედრა ამომრჩეველთან

15 ოქტომბერი 2024, 10:01 264 ნახვა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და დასაქმებაა.

როგორც კოალიციის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ანა დოლიძემ განაცხადეს, საქართველოსთვის უმწვავესი პრობლემა ათიათასობით მოქალაქის სამუშაოდ უცხოეთში გადინებაა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდაა. 

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მარგველაშვილი კი  მიიჩნევს,  რომ  „ძლიერ  საქართველოს“ აქვს შანსი საკმაოდ დიდი ძალით შევიდეს პარლამენტში, რადგან ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი, ვისაც არც ოცნება მოსწონს და არც ნაციონალური მოძრაობა, სწორედ მათ დაუჭერს მხარს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში