სკოლის შენობის რეაბილიტაცია

12 აპრილი 2017, 00:00 3729 ნახვა

ხულოში, ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიხედვით, სახურავი გამოიცვლება, გარემონტდება სველი წერტილები და სპორტული დარბაზი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 73 000 ლარი გამოიყო.

მუნიციპალიტეტში წელს 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. დასრულდება აგარის სკოლის მშენებლობაც. ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნო. ხულოში 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში