ენმ ბათუმის საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ

16 ოქტომბერი 2024, 14:31 389 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის საარჩევნო ოლქში ადგილი აქვს დარღვევებს. მათი მტკიცებით, ამ დრომდე მიუწვდომელია სპეცსიები კომისიის წევრებისთვის.

არ ჩატარებულა სხდომა, ვარაუდობენ, რომ აღნიშნული სიებით ვერ ხერხდება საჭირო ოდენობის წარდგენა, ამიტომ ცდილობენ დამატებით მოქალაქეების მობილიზებას და ამ სიებში შეყვანას, რაც ოპოზიციის თქმით დარღვევაა.

ბრალდებებს ოლქის თავმჯდომარე პასუხობს. ზვიად სურმანიძე აღნიშნულ ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. აცხადებს, რომ რამდენიმე წუთში დაიწყება სხდომა, სადაც საკითხი განიხილება.

ასევე სიცრუეა მისი მტკიცებით სპეცსიების შემადგენლობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში