„ქართული ოცნების“ განცხადება

16 ოქტომბერი 2024, 18:02 269 ნახვა

პარტია „ქართული ოცნება“ „გამაოგნებელ ტყუილს“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. მმართველი პარტიის პრესსამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა რომ სცენის დემონტაჟისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში