ჰელსინსკის კომისიის განცხადება - შეფასებები

17 ოქტომბერი 2024, 14:18 235 ნახვა

ჰელსინკის კომისიის განცხადება მორიგი კრიტიკული გზავნილია - ასეთია ოპოზიციური პარტიების ნაწილის მოსაზრება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და საჭიროებისამებრ შესაბამის ზომებს მიიღებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ის ჰელსინკის კომისიამ, შესაძლოა, შეფასებები ანგარიშში 12 წლის დაგვიანებით გააკეთა. 

ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ ასულდგმულონ ოპოზიციის დღის წესრიგი.

შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები.

განცხადების თანახმადვე, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში