არასამთავრობო ორგანიზაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს სტრასბურგში ასაჩივრებენ

17 ოქტომბერი 2024, 14:08 251 ნახვა

16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებენ.

როგორც საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული კანონის გამო უკვე უარყოფით შედეგებს იღებენ.

მისივე თქმით, თუ ევროპული სასამართლო კანონის მოქმედების ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევას დაადგენს, სახელმწიფოს კანონის გადახედვა და გაუქმება მოუწევს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში