გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა გადააჭარბა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონს ასაჩივრებენ - შალვა პაპუაშვილი

17 ოქტომბერი 2024, 17:23 284 ნახვა
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულია 144 ორგანიზაცია, 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი კი დამუშავების პროცესშია - ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144 ორგანიზაცია) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ (136 ორგანიზაცია). დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია. და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ დილით ისევ საქართველოს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებში ვიღვიძებთ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში