ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია საქართველოზე

17 ოქტომბერი 2024, 18:21 235 ნახვა

საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, – ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა“.
სესიაზე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამართული დებატების შემდგომ მიღებულ დეკლარაციაში, კონგრესი „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების მკაფიო ნიშნების გამო, რაც აღინიშნება საზოგადოებაში გაძლიერებული პოლარიზაციითა და კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში