საქართველოს პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა

12 აპრილი 2017, 00:00 1889 ნახვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, სულ კომისიამ 569 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნა.

569  მსჯავრდებულიდან მარგველაშვილმა 91 პატიმარი შეიწყალა, აქედან 62 დღესვე დატოვებს საპყრობილეს. 29 პატიმარს კი შეუმცირდა შეფარდებული სასჯელის ზომა.

შეწყალებულებს შორის ოთხი ქალია, აქედან 3 ქალი სრულიად გაუუქმდა სასჯელი და დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ხოლო ერთს შეუმსუბუქდა სასჯელი.

საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ ხელი უკვე მოაწერა.

ამავე კატეგორიაში