სამზადისი პრემიერისთვის

18 ოქტომბერი 2024, 18:17 586 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება, რომელსაც ორი საპრემიერო წარმოდგენით, მცირე და დიდ სცენებზე შეხვდება. სპექტაკლებზე, რეჟისორები ვატო ჯუღელი და ალექსანდრე ქანთარაია მუშაობენ.
ვატო ჯუღელის რეჟისორობით ვაჟა ფშაველას პიესის მიხედვით სპექტაკლი "მოკვეთილი" ბათუმის დრამატული თეატრის "დიდ სცენაზე" ხვალ 18:45 წუთზე გაიმართება. ხოლო, 22 ოქტომბერს ალექსანდრე ქანთარაიას რეჟისორობით, ჯერომ სელინჯერის ნაწარმოების სპექტაკლ "თამაში ჭვავის ყანაში სამი ფათერაკიანი დღე" პრემიერა შედგება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში