პარტია „ლელო“ უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა დატოვა

19 ოქტომბერი 2024, 12:00 284 ნახვა

„ლელო“ დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის რიგით 25-ე ნომერმა-  სულხან კოჩალიძემ. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელით გაავრცელა სადაც წერს, რომ ტოვებს "ლელოს" პარტიას და ემიჯნება პირადად, პარტიის ლიდერს  მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, მისი თქმით,  პოლიტიკაში მოსვლა  მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად გადაწყვიტა.

სულხან კოჩალიძის შეფასებით, ხაზარაძე,  საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით ვაჭრობს. „ იგი დარჩა მევახშედ, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც მე ვერ დავრჩები მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად, რასაც მოვუწოდებ ჩემს ყოფილ პარტიაში დარჩენილ მეგობრებს გააკეთონ სწორი არჩევანი! „, - აცხადებს კოჩალიძე. 

ჩვენ ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა ვერ მოვახერხეთ, მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. რაც შეეხება  „ლელოს“ ,  პარტიაში ყოფილ წევრთან  დაკავშირებით განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში