ბენიამინ ნეთანიაჰუს კერძო რეზიდენციას ლიბანიდან გაშვებული დრონი დაეცა

19 ოქტომბერი 2024, 17:19 305 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციისკენ, სანაპირო ქალაქ კესარიაში, ლიბანიდან უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ პრემიერი და მისი ცოლი ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნეთანიაჰუს კესარიასა და იერუსალიმში ორი კერძო სახლი აქვს, რომლებსაც აქტიურად იყენებს, ასევე, დიდ დროს ატარებს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში იერუსალიმში, რომელსაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები უტარდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, შაბათს ლიბანიდან ისრაელში 55 რაკეტაა გაშვებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში