ზურაბ პატარაძე - თამაზ ხაბაძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა

12 აპრილი 2017, 00:00 3574 ნახვა

საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსის თამაზ ხაბაძის ეკონომიკის სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხაბაძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა როგორც ამბობს, პარალელურად უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

ჩვენს სატელეფონო ზარებს დღეს აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ  არ უპასუხა. თამაზ ხაბაძემ უწყება გუშინ დატოვა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში