პარტია “გახარია-საქართველოსთვის“ უმაღლესი საბჭოს სიის წარდგენა

19 ოქტომბერი 2024, 18:00 469 ნახვა

გახარია საქართველოსთვის” პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ ბათუმში  აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნოს სია წარადგინა. ათკაციანი სიის პირველი ნომერი გოჩა გუგუნავაა. დეპუტატობის კანდიდატებს შორის არიან  უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნინო ჩხეტია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები.

დღეს “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებს წარუდგინა ასევე პარტიის საარჩევნოს სიის  წევრები აჭარიდან საქართველოს პარლამენტში ჯემალ ანანიძე და აკაკი გვიანიძე. გიორგი გახარიამ სიის წარდგენამდე შეხვედრის მონაწილეებს პარტიის გეგმა გააცნო. გახარიას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში