მიხეილ სარჯველაძე თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

20 ოქტომბერი 2024, 11:41 344 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

ისაუბრეს საქართველო-თურქეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია.

სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში