აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა

20 ოქტომბერი 2024, 14:51 331 ნახვა

ანაკლიაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გასვლითი სხდომა გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა სხდომა სპეციალური მიმართვით გახსნა და აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზურ ენაზე  მიმართა.

მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა, პოლიკლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების ეფექტიანად გადაწყვეტის გზები განიხილეს. საუბარი შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები, დროებით დევნილი მოსახლეობისთვის განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში