პრეზიდენტის იმპიჩმენტი

20 ოქტომბერი 2024, 14:53 262 ნახვა

უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის რიგით მეორე პროცედურას საკონსტიტუციო სასამართლოში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყებს. მიზეზად მმართველი გუნდი მთავრობასთან შეთანხმების გარეშე პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტებს ასახელებს.  სალომე ზურაბიშვილმა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ორმხრივი შეხვედრები 4 ქვეყანაში გამართა. მმართველი გუნდის შეფასებით, პრეზიდენტი კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას აჭარბებს, რის გამოც მან თანამდებობა იმპიჩმენტის წესით უნდა დატოვოს. პროცესის ხელახლა დაწყებას წაგებისთვის განწირულ თამაშს უწოდებენ ოპოზიციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში