ბათუმში, უამინდობის გამო "ევროპული მარში" არ გაიმართება

20 ოქტომბერი 2024, 14:46 338 ნახვა

ბათუმში, დაგეგმილი "ევროპული მარში" უამინდობის გამო არ გაიმართება. ამის შესახებ, აქციის ორგანიზატორები ფეისბუქზე წერენ.

„ბათუმში არსებული ძლიერი წვიმისა და ქარბუქის გამო, ვაუქმებთ დღევანდელ მარშს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

 

ჩვენი მეგობრების დიდი ნაწილი უერთდება თბილისის მარშს, სადაც, კიდევ ერთხელ, გაჟღერდება მთავარი სათქმელი, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირშია.“ – წერს ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივა.“

დღეს, ,დედაქალაქში, მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები თბილისში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

ხატია გოგრაჭაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში