ისრაელში აცხადებენ, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ მხარდამჭერ ბანკებზე მიიტანეს იერიში

21 ოქტომბერი 2024, 10:38 284 ნახვა

ისრაელმა ლიბანის სამხრეთსა და ბეირუთზე მორიგი იერიში მიიტანა.

BBC-ს ცნობით, ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის არ გავრცელებულა, თუმცა მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ლიბანის 20-ზე მეტ ლოკაციაზე მოსახლეობას თავიანთი გეგმების შესახებ შეატყობინეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

მათივე განმარტებით, საჰაერო იერიშების უმეტესობის სამიზნე არალიცენზირებული ნაცრისფერი ბაზრის ბანკის ფილიალები იყო, რომელიც დაჯგუფების ფულადი სახსრების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება.

„მომდევნო დღეებში გავამხელთ, როგორ აფინანსებს ირანი „ჰეზბოლას“ ტერორისტულ აქტივობებს სამოქალაქო ინსტიტუტების, ასოციაციებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში