“ძლიერი საქართველოს” ყოფილი წევრის განცხადება

21 ოქტომბერი 2024, 10:43 294 ნახვა

„ძლიერი საქართველოსთვის“ - წევრი სულხან კოჩალიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც კოალიცია დატოვა, მამუკა ხაზარაძის პირადი ინტერესები და ის დაპირებები იყო, რომლის შესრულებასაც, მისი განცხადებით, კოალიციის ლიდერები არ აპირებენ.

სულხან კოჩალიძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის რიგით 25-ე ნომერი იყო, განმარტავს, რომ კოალიციაში არ იყო გუნდურობა და პროგრამები მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურებოდა.

ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ზეწოლას, ასევე მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია.სულხან კოჩალიძე კოალიციას მიმდინარე წლის აგვისტოში შეუერთდა. რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში განათავსა პოსტი, სადაც „ძლიერი საქართველოსთვის“ დატოვების შესახებ ისაუბრა. დამატებითი განმარტებების გაკეთება კი დღეს გადაწყვიტა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში