შესაძლოა, აჭარის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების წესი შეიცვალოს

12 აპრილი 2017, 00:00 5894 ნახვა

რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაკომპლექტების კუთხით - ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტთან არსებული საკონსტიტუციო კომისია მსჯელობს. კომისიის წევრები აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც არიან.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, შესაძლოა, აჭარის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების წესი შეიცვალოს და მთავრობის თავმჯდომარე, ადგილზე აირჩიონ. "ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა, შესაძლოა, უფლებამოსილება გაიზარდოს. აჭარის მთავრობის და მინისტრთა კაბინეტის დასანიშნად ფედერალურ დონეზე შეთანხმება საჭირო არ იქნება. უფლებამოსილებები სხვა მიმართულებითაც გაიზრდება, თუმცა, ჯერ-ჯერობით, სამუშაო გრაფიკი განისაზღვრა და ძალიან მალე ამ საკითებზე საზოგადოების ჩართულობით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში