„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ - მარში თბილისში

21 ოქტომბერი 2024, 09:48 221 ნახვა

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ თავისუფლების მოედანზე მარში - საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების ფონზე დასრულდა.  მარშის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები.

თავისუფლების მოედანზე გაიმართა კონცერტი, მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულ არჩევანს და თქვა, რომ ქვეყნისთვის  თავისუფლება მთავარი ღირებულებაა.  

შეკრების მიზანი საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერის ჩვენება იყო.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში