ბრიფინგი ენმ-ში

21 ოქტომბერი 2024, 11:13 257 ნახვა
ხულოს მაღალი ზონი სოფლებში თოვლის მოსვლით გამოწვეულ პრობლემებს გამოეხმაურნენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".
 
პარტიის ოფისში ბრიფინგზე ნიკა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება სასმელი წყალი და გართულებულია გადაადგილება რამდენიმე მიმართულებით.

 

ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენელმა ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ მოსახლეობის პრობლემების დროულად მოგვარება ადგილობრივი მთავრობის მოვალეობაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში