სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

21 ოქტომბერი 2024, 19:49 385 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მუნიციპალიტეტებში უხვის ნალექით გამოწვეულ შედეგებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ინტენსიური თოვის შედეგად მოსული უხვი ნალექის გამო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა. დაბის ცენტრებში მისასვლელი გზები გაწმენდილია და ნებისმიერი სახის ტრანსპორტი გადაადგილდება. ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმავალი გზების დიდი ნაწილი გაწმენდილია, ნაწილზე გრძელდება გაწმენდის სამუშაოები.
ბათუმში, მთელი კვირის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა სასმელი წყლის უწყვეტად მიწოდების კუთხით. სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ბათუმში უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში