პარტია "გახარია საქართველოსთვის" კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

21 ოქტომბერი 2024, 20:42 302 ნახვა

პარტია "გახარია საქართველოსთვის" კიდევ ერთმა წევრმა, სპორტსმენმა, ნანა ნებიერიძემაც დატოვა.

ნებიერიძის განცხადებით, იგი მიხვდა, რომ პარტია მხოლოდ მოკლევადიანი გეგმით არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობს.

გასული დღეების განმავლობაში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რამდენიმე წევრმა დატოვა. მათ მიზეზად პარტიის ლიდერების მხრიდან კომუნიკაციის არარსებობა და კუთვნილი თანხის მიუღლებლობა დაასახელეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში