„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა, ოთხ წელიწადში კი დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 4% იქნება - პაპუაშვილი

22 ოქტომბერი 2024, 10:57 265 ნახვა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი ამტკიცებს, ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%).

„ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს.

4%-ზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირში მხოლოდ ნიდერლანდებს, გერმანიას, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს და ჩეხეთს აქვს, საიდანაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 2,7% - ჩეხეთშია“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში