''აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების წესი არ იცვლება'' - დავით გაბაიძე

12 აპრილი 2017, 00:00 1929 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების წესი არ იცვლება. დავით გაბაიძე  თქმით,  მას ისევ პრეზიდენტი წარადგენს ამ პოსტზე , თუმცა ცვლილებები, სავარაუდოდ, შეეხება აჭარის მინისტრთა კაბინეტის დანიშვნის წესს.

 
გაბაიძემ განმარტებები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კომენტარზე გააკეთა.  მისი თქმით, აქამდე ორ ეტაპად ხდებოდა  აჭარის მთავრობის დაკომპლექტება. თავიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგენით უმაღლესი საბჭო ირჩევდა, შემდეგ კი დეპუტატებს მინისტრთა კაბინეტს  მთავრობის თავმჯდომარე წარუდგენდა.  გაბაიძის განცხადებით,  კომისია  ფიქრობს, რომ  ეს ორი პროცედურა გაერთიანდეს და მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მოხდეს მინისტრთა  კაბინეტის დამტკიცებაც. 


"ძალაში დარჩება ის, რომ პრეზიდენტი შეარჩევს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, ხოლო მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებს ცენტრალური სამინისტროებისგან დამოუკიდებლად დანიშნავს ადგილზე. სწორედ ამას  გულისხმობდა ზურაბ პატარაძე, როცა თქვა რომ ფედერალურ დონეზე აღარ მოხდებოდა აჭარის მთავრობის დამტკიცებას და ამის ინტერპრეტირება მოხდა არასწორად" - განაცხადა გაბაიძემ
მისივე განმარტებით, აქამდე აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრის დანიშვნისთვის აუცილებელი პროცედურა იყო ცენტრალური სამინისტროებისგან შერჩეულს კანდიდატზე თანხმობის მიღება. 

ამავე კატეგორიაში