ენმ-ს განცხადება

23 ოქტომბერი 2024, 18:02 281 ნახვა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლებად გაურკვეველი პირები დანიშნა. საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ოლქმა არც საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდა ამ ადამიანების შესახებ და არც განუმარტავს თუ ვინ არიან ისინი.
პარტიაში ეჭვი აქვთ, რომ დასახელებულ პირებს შორის არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები და სუსის წარმომადგენლები. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე პასუხობს.
ზვიად სურმანიძის განმარტებით, დასახელებული 70 ადამიანი მათ მიერ გადამზადებული აიტი სპეციალისტები არიან, რომელთა ფუნქციაც კენჭისყრის დღეს ტექნიკური სამუშაოები და საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში კონსულტაცია იქნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში