გვაქვს ამბიციური გეგმები განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, რაც ჩვენი 4-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია - პრემიერი

24 ოქტომბერი 2024, 11:07 264 ნახვა
 
 
 

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის, მიმართულებით, რაც არის ჩვენი 4 წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად ყველა ამ გეგმას დიდი წარმატებით განვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ახალ მინისტრებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"მთავრობის სხდომას პირველად ესწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ალექსანდრე წულაძე, ასევე პირველად ესწრება სხდომას კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, ქალბატონი თინათინ რუხაძე, ასევე მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ დეკემბრიდან ცალკე გამოიყოფა სპორტის სამინისტრო და ბატონი შალვა დეკემბრიდან დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ყველა მიმართულებით, განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი, რაც არის ჩვენი 4-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად ყველა ამ გეგმას დიდი წარმატებით განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, იქნება მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მისივე თქმით, ამისათვის მთავრობამ საგანგებოდ გამოყო ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში