ხელნაკეთი გემების გამოფენა 

25 ოქტომბერი 2024, 10:04 423 ნახვა

ხელნაკეთი გემების გამოფენა გაიმართა ქობულეთის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში. პროექტი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები. მათ საგანმანათლებლო სასწავლო მასტერკლასები ჩაუტარდათ და ხელნაკეთი, მინიატურული გემების მოდელირება შეისწავლეს. პროექტის მიზანი, ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების გაღრმავებაა.

წელს პროექტის ფარგლებში, ქობულეთის მუზეუმის ინიციატივით, ლაზური გემის "ფელუკას" დამზადებაც გადაწყდა.

პროექტი ევროკავშირისა და გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული იყო გემების მოდელირებისა და ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი.

პროექტში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30-ახალგაზრდა იყო ჩართული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში