პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი

25 ოქტომბერი 2024, 14:05 251 ნახვა

1-ლი ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საპარლამენტო არჩევნების წინ  ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშის შედეგები გააცნო დღეს საზოგადოებას მმართველმა პარტიამ.

შალვა პაპუაშვილი საუბრობს დარღვევებზე, რომლებზეც მისი თქმით,  სადამკვირვებლო ორგანიზაციები    არაფერს ამბობენ. 

დარღვევებს შორის როგორც პაპუაშვილი აცხადებს, არის  ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიები. 

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში