ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემებით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური - ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2024, 12:26 275 ნახვა
 

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მივიღოთ არა მხოლოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემებით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, - ამიშ შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, შექმნილია ვებ-გვერდი, სადაც არჩევნების შედეგები განთავსდება და საზოგადოება ნახავს ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით.

„მონაცემები განახლდება და ჩაშლილი იქნება თითოეული ოლქის მიხედვით. 08:00 საათიდან ამ ვებგვერდზე მოცემული იქნება ასევე ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ შედეგებს.

 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, სადაც წყდება, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა. მათ შორის, შევძლებთ ჩვენ მშვიდობის შენარჩუნებას, თუ პროცესები წავა იმ სცენარით, რა სცენარითაც გვთავაზობდა მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ შენარჩუნდება მშვიდობა, რომ უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება.

 

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მივიღოთ არა მხოლოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემებით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემებიც ამაზე მეტყველებს, რომ აბსოლუტურად რეალურია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში