ძალიან საინტერესო იყო დაკვირვების პროცესი, ჩვენ გვქონდა ამომწურავი ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით - დამკვირვებელი მარჩელო რამოს პერეგრინო ფერეირა

27 ოქტომბერი 2024, 09:14 286 ნახვა

ძალიან საინტერესო იყო დაკვირვების პროცესი, ჩვენ გვქონდა ამომწურავი ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით - ამის შესახებ საერთშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

მარჩელო რამოს პერეგრინო ფერეირას განცხადებით, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები არის ძალიან მოსახერხებელი და რაც მნიშვნელოვანია აძლიერებს არჩევნების მიმართ ნდობას.

"ძალიან საინტერესო იყო დაკვირვების პროცესი, მინდა ავღნიშნო საარჩევნო ადმინისტრაციის დამოკიდებულება დამკვირვებლების მიმართ. ჩვენ გვქონდა ამომწურავი ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები არის ძალიან მოსახერხებელი და რაც მნიშვნელოვანია აძლიერებს არჩევნების მიმართ ნდობას"- განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა"-ს წარმომადგენელმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში