საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიქტორ ორბანი ეწვევა

27 ოქტომბერი 2024, 18:44 305 ნახვა

საქართველოს, 28-29 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ, ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი, მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი, იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში