ენმ-მ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

13 აპრილი 2017, 00:00 2353 ნახვა

”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა.  ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარტია შეეცადა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო, თუმცა დოკუმენტი, რომელიც კომისიამ მოამზადა, მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის უფლებას უზღუდავს.

პარტიის კომისიიდან გასვლას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და ქმედებას ღიმილის მომგვრელი უწოდა. მისივე განცხადებით ქმედებები მხოლოდ მორიგი პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას ემსახურება.

ამავე კატეგორიაში