აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას ულოცავს

28 ოქტომბერი 2024, 14:17 256 ნახვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვებას ულოცავს.

ალი ასადოვის თქმით, ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

"გულითადად გილოცავთ თქვენს ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვებას.

ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება ქვეყნის წინსვლასა და შემდგომ განვითარებას, ამავდროულად ხელს შეუწყობს აზერბაიჯანი- საქართველოს ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ტრადიციებზე.

ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მოძმე ქართველ ხალხს კი ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას," -  აღნიშნავს ალი ასადოვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში