გირჩის უმაღლესი საბჭოს პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მარცხი უნდა აღიაროს

28 ოქტომბერი 2024, 17:56 475 ნახვა

დეჟავიუ - ასე ეხმაურება გირჩის სიის პირველი ნომერი ბათუმში გიორგი მასალკინი პოლიტიკურ პროცესებს. მისი განმარტებით, ეს ის შემთხვევაა როცა ყოველ მორიგ არჩევნებზე, წაგებული არ ცნობს არჩევნების შედეგებს.
აქვს შეკითხვა , რატომ ვერ მოემზადა სათანადოდ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ოპოზიცია, მითუმეტეს, რომ ოპოზიციის შემადგენლობაში მართვადი არჩევნების სისტემის ჩამომყალიბებელი "ნაციონალური მოძრაობა" შედის, რომელიც კარგად ერკვევა საარჩევნო მანიპულაციებში? პოლიტიკოსის თქმით, წარუმატებლობის მიზეზი ოპოზიციამ ისევ და ისევ საკუთარ თავში უნდა ეძებოს. ასევე ეხმაურება დღეს დაგეგმილ აქციას და მიაჩნია, რომ იგივე სცენარით მოქმედება შესაძლოა ნიჰილიზმის საფუძველი გახდეს ახალგაზრდებში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში