საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა

28 ოქტომბერი 2024, 20:04 313 ნახვა

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმარტა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების არავის არ სჯერა. მისი თქმით ქართველი საზოგადოება არ უნდა შეეგუოს არსებულ ვიტაებას, რადგან არჩევნები მოიპარეს. 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რიომ ის იდგება საზოგადოებასთან ერთად, სანამ საქართველო არ მიუკანუნებს ევროკავშირს.

„მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ჩვენი ჩვენი დღევანდელი დროშა და ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე და ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კართან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა რეალობა, მომავალი, სხვა ჩვენ არ გვაქვს არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში