ეს არის რადიკალური ოპოზიციის იმედგაცრუება, რადგან მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას - თორნიკე რიჟვაძე

29 ოქტომბერი 2024, 13:26 291 ნახვა
 

ეს არის რადიკალური ოპოზიციის იმედგაცრუება, რადგან მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციის პროტესტსა და ბრალდებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

რეგიონის პირველი პირი აცხადებს, რომ ოპოზიციას არ აქვს ხალხის უმრავლესობის ნდობა. იმედგაცრუებით გამოწვეული აქციები სახელმწიფოს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ქართველი ხალხის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების'' პოლიტიკას: მშვიდობას, სტაბილურობას, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.

ყველა ბრალდება, რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას მთავრობის მეთაურის განცხადებით, არ ეფუძნება არც ერთ კონკრეტულ ფაქტს. არჩევნების შედეგები არის ლეგიტიმური.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში