შეხვედრა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან

29 ოქტომბერი 2024, 14:05 234 ნახვა

საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის  ეკონომიკური განვითარების მინისტრთან  შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს.

როგორც აღინიშნა, ეს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, მათ შორის ევროპის ენერგოსისტემის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში