გიორგი გახარიას პოზიცია

29 ოქტომბერი 2024, 18:20 288 ნახვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება.

კერძოდ, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა. ამასთან, გახარია ცესკო-სგან არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გასაჯაროებასაც ითხოვს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში