დასავლეთი ჩინეთის წინააღმდეგ იბრძვის ქართულ არჩევნებში - პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

29 ოქტომბერი 2024, 22:02 332 ნახვა

„დასავლეთი შეშფოთებულია ჩიეთის გააქტიურებით საქართველოში, რითაც მას პირდაპირი ხაზი ეხსნება ევროპასთან ვაჭრობისთვის. სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში დემოკრატიის საკითხი აქტუალური, თორემ წინა ხელისუფლების დროს ბევრად უარესი მდგომარეობა იყო, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებდა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საზოგადოებრუივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარი აჭარაში ლაშა ზარგინავასთან“ ეთერში.

რამაზ საყვარელიძის თქმით არჩევნების შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟი და ოპოზიციის მიმართ დასავლეთის აშკარა მხარდამჭერი განცხადებები შედეგს ვერ მოიტანს, რადგან გაყალბების მტკიცებულები არ აქვთ. ამასთან მათ მიერ საზოგადოებისთვის გაკეთებული მესიჯები არის არადამაჯერებელი და ტყუილზე დაფუძნებული.

„ოპოზიციამ წინასაარცევნოდ აქცენტი გააკეთა კოალაციურ მთავრობაზე. არჩევნების შედეგად ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ დამაჯერებლად მოიგო და უახლოეს კონკურენტს მინიმუმ 40 პროცენტით გაუსწრო. ვთქვათ საერთო ჯამში „ქართულ ოცნებას“ 50 პროცენტზე ნაკლები მიეღო. ასეთ შემთვევაში იქმნება კოალაციური მთავრობა, მაგრამ ამის წინადადებას პირველ ადგილზე გასული პარტია აყენებს. ბლეფი, ანუ ტყუილია ასევე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების იდეაც. ტექნიკური მთავრობა მხოლოდ რევოლუციის შემდეგ შექმნილი დროებითი მთავრობაა. არჩევნების შედეგად ასეთი მთავრობა არ იქმება. 

დასასრულისკენ მიდის უკრაინის ომი. ამის შემდეგაც მომაალი პოლიტიკური ვითარება რთული იქნება. საქართველოზე უნდა გაიაროს ჩინეთიდან მომავალმა ტრანზიტულმა ხაზმა. ჩინეთს ამერიკა აღიქვამს ნომერ პირველ კონკურენტად. ამიტომ ეს ტრანზიტი არ აწყობს ამერიკას. ახლახანს ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივამა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკულ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მეეჭვებაო, რომ საქართველოს მოსახლეობამ ქვეყანა გირაოში ჩააბაროს ჩინეთსო. ჩინეთი პირველად ახსენეს, არადა მთელი ამ პროცესების მიზეზი, რაც დასავლერთიდან მოდის საქართველოზე, არის ჩინეთი. ჩინეთის  შემოშვება არ უნდათ კავკასიაში, იმიტომ რომ ეს ჩინეთის შემოსავლებს გაზრდის და მას უმოკლესი გზა გაეხსნება ევროპასთან სავაჭროდ. სწორედ ამისთვის ხელისშეშლა არის დასავლეთის, კერძოდ ამერიკის პირველი ამოცანა“, - განაცხადა პოლიტილოგმა რამაზ საყვარელიძემ. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში