ოპოზიციამ არჩევნები წააგო რეგიონებში _ ირაკლი მელაშვილი

29 ოქტომბერი 2024, 22:45 295 ნახვა

`საქართველოს არჩევნებში მმართველი ძალის გამარჯვება ოპოზიციის შეცდომების ხარჯზე გახდა შესაძლებელი. მმართველმა პარტიამ არჩევნები წააგო დედაქალაქში, მაგრამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რეგიონებში. სწორედ რეგიონული პოლიტიკა გახდა განმსაზღვრელი ამ არჩევნებში“, - განაცხადა პოლიტიკის ანალიტოკსმა ირაკლი მელაშვილმა აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარი აჭარაში ლაშა ზარგინავასთან ერთად“.

ირაკლი მელაშვილის აზრით პროპორციული არჩევნები ყველა ოპოზიციური პარტიისთვის აღმოჩნდა მხოლოდ თბილისური, პოლიტიკური ბომონდის ასპარეზი. თუ ადრე, მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციას რეგიონებში ყავდა ადგილობრივი ლიდერები, ამჯერად ეს შანსი გაექცათ. ამიტომაც, სწორედ რეგიონებმა გადაწყვიტეს არჩევნების ბედი.

„თუ ოპოზიციამ და სხვა სადამკვირებლო ორგანიზაციებმა არ დადეს გაყალბების ნამდვილი ფაქტები, ცხადია არაფერი შეიცვლება. თუ დაიდო ასეთი ფაქტები, მაშინ ხელისუფლებას გაუჭირდება უარი თქვას გამოძიებაზე. ოპოზიციის მოთხოვნა, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება არჩევნების კანონიერებაზე არის გასაგები, მეორე ამბავია, თუ რამდენად არის ეს მიღწევადი. პირველ რიგში ეს დამოკიდებული არის, რამდენად დამაჯერებელ ფაქტებს დადებს.

ეს პროპორციული სისტემა, რომელიც ახლა გვაქვს, ანგრევს ოპოზიციურ პარტიას პირველ რიგში, იმიტომ რომ რჩება თბილისური თავკომბალა. მე ვნახე პარტიების პირველი ათი კაცი და მეტი, რომელთა უდიდესი ნაწილი არის თბილისელებისგან შემდგარი. თუ ადრე მაჟორიტარულ უბენბზე მაინც  ყავდათ ადგილობრივი ლიდერები, რომლებიც ატარებდნენ საარჩევნო კამპანიებს, ახლა ასეთი რამ ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ. ჰქონდათ ტექნიკური შტაბები, რომლებიც მართავდნენ საარჩევნო სისტემას, მაგრამ საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად არ იყო, რადგან ადგილობრივი ლიდერები არ იყვნენ საარჩევნო სიაში გამსვლელ ადგილებზე. ამან ძალიან შეასუსტა ოპოზია და ამიტომაც იყო, რომ თბილისში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციამ საერთო ჯამში, მაგრამ წააგო რეგიონები. 

ეს პროცესი ხელს აძლევს ხელისუფლებას, რადგან მას ადგილებზე ჰყავს ადგილობრივი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მიხვდა, რომ ადგილებზე მეტი ძალისმხრევა იყო საჭირო და ამიტომაც ადგილებზე დანიშნა დელეგატები, რომელთაც ჩააბარა საარჩევნო კამპანიის წარმოება. თუ ასე გაგრძელდა, მივიღებთ სიტუაციას, რომ პოლიტიკური პარტიები გადაიქცევიან თბილისის პოლიტიკურ კლუბებად და რეგიონებში უფროდაუფრო დასუსტდებიან“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში