ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ ვითარებაზე

30 ოქტომბერი 2024, 18:10 289 ნახვა

ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ ყოველი მეორე „ნაცი“ იყო - თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს და რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს და პროკურატურას მიმართოს. ყველა აირიდებს მტკიცებულებების წარდგენას, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს ასეთი მტკიცებულებები,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერმა ისაუბრა პრეზიდენტზე და აღნიშნა რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საარჩევნო კომისიას და პროკურატურას, რომ ცესკო-ს მიმართვისთანავე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში